ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: სამება რომ მიიწერა ივანიშვილმა … მოოქროვილი გუმბათი ჩემი ინიციატივა იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს 600 ეკლესია აღდგა და მას ეკლესია არ დაუნგრევია.

მისივე თქმით, სამება ბიძინა ივანიშვილმა მიიწერა.

„სვეტიცხოველი დახურეს ჯვრისწერისთვის და „ფეისბუქზე“ დაწერეს, რომ სააკაშვილი ანგრევდა ეკლესიებს. რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? რომელზეც საპატრიარქო ამბობდა, რომ ეს კაცი არის განდგომილი, ბასილ მკალავიშვილი მღვდლებს ესხმის თავს და რამე ქენით ამაზე. 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს, ვამაყობ ფოთის საკათედრო ტაძრით და განსაკუთრებით ბაგრატით. სამება რომ მიიწერა ივანიშვილმა, პირველი, რაც ვქენი, როცა პრეზიდენტად მოვედი, ფული გამოვყავი სამების დამთავრებაზე. მთელი საქართველო აშენებდა და ყულაბაში ჩაგდებული ვიღაცის 50 ლარი უფრო მნიშვნელოვანი და მეტი იყო, რადგან ბოლო ფული დადო, ვიდრე ივანიშვილის 50 მილიონი. მოოქროვილი გუმბათი ჩემი ინიციატივა იყო, სახელმწიფო ფულით გაკეთდა სამების მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილმა პატარა ფული ჩადო იმასთან შედარებით, რაც ხალხმა ჩადო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....