პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს სოციალურ ქსელში საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე ეხმაურება.
“ახლა გვაჩვენებენ მუქარის ავტორებს, რომელთაც დააკავებენ და ისინი იტყვიან რომ
ნაც. მოძრაობის დავალებით მოქმედებდნენ.
მგონი, დროა, გავხსნათ ყველამ ჩვენი მეილბოქსი და გამოვფინოთ ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის, გინების, წყევლის წერილები. ვაჩვენოთ სალომეს რომ ის მარტო არ არის”, – წერს კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს ემუქრებიან.