ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, მეტისმეტია

თბილისის მერი კახა კალაძე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას და მას შვილებს ემუქრებიან, ეხმიანება.

კალაძის შეფასებით, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია, არაფერი უკვირს.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია – შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით. ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა. ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სალომე რომ მას და მის შვილებს სიცოცსლის მოსპობით, ენმ-სთან დაკავშირებული პირები ემუქრებიან.

იტვირთბა....