კასპში, სოფელ ქვათახევში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰა ფართობი.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ცოცხალი ძალა – ადგილზე მუშაობდა 30 მეხანძრე-მაშველი.