ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გირჩის” აქციაზე დემონსტრანტებმა, საოკუპაციო ხაზთან, შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს

სოფელ ატოცთან, “გირჩის” ლიდერებმა და აქტივისტებმა  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ და რამდენიმე აქტივისტმა პროტესტის ნიშნად, შარვლები პროტსტის ნიშნად ოკუ­პანტს უკა­ნა­ლი და­ა­ნა­ხეს.

საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფებიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვენებია:

  • „აღდგეს ქართული საგუშაგოების ფუნქციონირება საოკუპაციო ზოლებში. ამით შევძლებთ წინსაწარ აღვკვეთოთ, ან შევაკავოთ მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებისა და გატაცების ფაქტები.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიეროს თანამშრომლობა და იყოს მუდმივ კოორდინაციაში ევროკავშირის სამდამკვირვებლო მისიასთან საქართველოში. სწორედ მათი პირდაპირი მოვალეობაა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პირებისთვის უსაფრთხო ცხოვრების აღდგენის ხელშეწყობა და შესაბამისი ევროპული სტრუქტურების ინფორმირება კონფლიქტის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აწარმოოს პარტნიორი სახელმწიფოებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური და დროული ინფორმირება, დეფაქტო მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმის ან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებისა და გატაცებების ფაქტების შესახებ.
  • სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია” უერთდება გირჩის მოთხოვნას – გაიზარდოს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსება“,-წერენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ატოცის ნაწილში მავთულხართები 2008 წლის ომის შემდეგ არის გავლებული. რამდენიმე დღის წინ კი რუსმა სამხედროებმა მავთულხართების გავლება განაახლეს.

იტვირთბა....