„ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის ათამდე აქტივისტმა პარტიის რიგები დატოვა, მათ შორის არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – ზვიად საბანაძემ.
„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – განუცხადა საბანაძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი წევრის მანდატით გააგრძელებს.