ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სამტრედიელი ქალი საკრებულოს წევრს, „ქართული ოცნებიდან”, ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

სამტრედიაში სოფელ ღანირის მცხოვრები მაია ფრანგიშვილი საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან” ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ფრანგიშვილის მტკიცებით, შემთხვევა გუშინ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მოხდა, როცა ღანირის მაჟორიტარის მუშაობა დაიწუნა.

რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, შემდეგ კი საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მას სცემა.

საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი ბადრი შენგელია ფიზიკურ დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კაბინეტში მხოლოდ სიტყვიერი კამათი მოხდა, რის განმუხტვასაც  საკრებულოს თავმჯდომარე შეეცადა.

გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....