ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.

იტვირთბა....