ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამხდრო

მაიორი ამირიძე ჭანკოტაძეს – იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, რომ ჯარისკაცის საფლავთან პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ

თადარიგის მაიორი, ლევან ამირიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, დევი ჭანკოტაძის ვიდეომიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯარისკაცის საფლავთან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

„გასაგებია, რომ ეს კაცი ღირსებასთან მწყრალად არის, მაგრამ იქნებ იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნოთ, როდესაც ჯარისკაცის საფლავთან დგახართ პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ და უბრალოდ დადუმდეთ.

დღეს, როგორც გულდამწვარმა მამულიშვილმა და მოამაგემ, ისე მოიხსენიეთ ომგამოვლილი ოფიცრები და ჯარისკაცები. არა და არასოდეს მინახიხართ ვეტერანების არც ერთ შეკრებაზე, არც ჭირში და არც ლხინში.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენ ის გენერალი ხართ, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების მართვას კასპიდან რომ ცდილობდით. დღეს რაღაც შეუვალი გინდოდათ რომ ყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგდით, ღია სივრცეშიც კი. ხომ არ დაგავიწყდათ პანკისის ხეობის და კოდორის ხეობის დაცვის ოპერაციები, როდესაც გენერალმა კობალაძემ კოდორში ვერ გამოგიტყუათ, იმიტომ რომ დახურული სივრცის და სიმაღლის გეშინოდათ, თურმე გონებას კარგავდით ვერტმფრენში.

ალბათ გაიძულეს ნაციონალებმა, რომ დღეს გამომხტარიყავით და მსგავსი განცხადებები გაგეკეთებინათ თქვენივე ბნელი წარსულიდან გამომდინარე. ამისთვის strelebi-ის ამბავიც ეყოფოდათ, დამერწმუნეთ. არადა, ეგ კარგად ეხერხებათ თქვენი კუმირის ჯაზბანდას.

თქვენ ის გენერალი ხართ, რომელმაც შიშით ცნობაც კი ვერ გაეცით გენერალური შტაბიდან სასამართლოში წარსადგენად, უდანაშაულოდ დაჭერილი გენერალი კობა კობალაძისთვის, რომ მან სამხედრო აღჭურვილობა ნამდვილად თავდაცვის სამინისტროდან მიიღო 2008 წლის ომის დროს. ასე რომ, იმაზე მაღლა ნუ მოინდომებთ ახტომას, რაც წელს ქვემოთ არის“,- წერს მაიორი ამირიძე.

შეგახსენებთ, რომ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა დევი ჭანკოტაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოს არ შეიძლება ყავდეს მთავარსარდალი, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებაში დაადანაშაულებს.

ჭანკოტაძეს უპასუხა თავდაცვის სამინისტრომ და უწყებაში განაცხადეს, რომ სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

იტვირთბა....