თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დევი ჭანკოტაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს არ შეიძლება ყავდეს მთავარსარდალი, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებაში დაადანაშაულებს.
“2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბია მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანას ღირსეული მთავარსარდალი ეყოლება”, – აცხადებს ჭანკოტაძე.
ვიდეო: “რუსთავი 2”