არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: ზურაბიშვილის დამარცხების შემდეგ, ჩვენ და ენმ კვლავ ოპონენტები ვიქნებით

“”ევროპულ საქართველოს”, ნაციონალურ მოძრაობას და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს – სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, როგორიც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას” ვარდების რევოლუციის შემდეგ და მითუმეტეს ივანიშვილს დღეს.

“ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთში კონკურენციას და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი – ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....