საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია.
„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი წინასაარჩევნო შეხვედრების გრაფიკი, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურიც. თუ მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.