“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, გუშინ, სიღნაღში მათ აქტივისტს ბესიკ ლაზარიაშვილს სასტიკად სცემეს.
ოთო კახიძის განცხადებით, ხელისუფლება ძალადობის ფონს აძლიერებს.
“მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს და რეაგირება მოახდინოს გუშინდელ ფაქტზე. ამავე დროს შეწყვიტოს ძალადობის წახალისება და ყველა ამგვარ შემთხვევაზე მკაცრი რეაგირებით მოახდინოს სამომავლოდ ამგვარი ქმედებების პრევენცია. ჩვენ გვჭირდება არჩევნების მშვიდ პირობებში ჩატარება”, – აცხადებს კახიძე.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით.