aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი არჩევნების შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის წამოწყებას გეგმავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსახლეობას მისი განცხადების არ სჯერა.

მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძეს რეალურად დასჯიან.

„ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმეზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდება მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია. ანეკდოტების ქვეყანაში ვართ, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რომ არის ფილმი და ბოლოში არის უპატარძლო ქორწილიაო, ასე დამალეს პრეზიდენტობის კანდიდატი, გაგიგიათ ასეთი რამ?“
ჩვენ გუშინ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველი ხალხის მიერ ძალიან დიდი ალიყურის 5 თითი ეტყობოდა სახეზე. აი, რა სილაც მოხვდა, ის ეტყობოდა სახეზე, თან ისეთი წითელი თვალები ჰქონდა, გეგონება სვარკის აპარატით იყო მთელი ღამე ხელში. ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია”, – განაცხადა ელისაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში და დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის წამოწყებას გეგმავს, რათა ქვეყანაში ალტერნატიული ძალა გაჩნდეს.

იტვირთბა....