ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვარკეთილში მცირეწლოვანი გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში 9 წლის ბავშვი გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

აღნიშნული “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ბავშვის, მშობლები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

იტვირთბა....