მთავარი

ზვიად ძიძიგური: ხალხმა გვითხრა, თქვენ რომ ამბობთ, ეგრე არ არისო

“ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, ხალხმა თქვა – გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ვიღებთ ჩვენ. ყველაფერს ალაგებს ხალხი, ძალიან სერიოზული ანალიზია გასაკეთებელი. ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მობოდიშების ელემენტები ნამდვილად იყო. ვისაც ბოდიშის მოხდის და შეცდომის აღიარების უნარი არ აქვს, ვერ გამოდგება პოლიტიკურ ლიდერად. ის იყო გულწრფელი და მის გამოსვლაში წინწამოწეული თემები აუცილებლად იქნება ყურადღებამიქცეული და თუ ეს ასე არ მოხდება, არჩევნები ყოველ წელსაა ამ ქვეყანაში და ხალხი ისევ მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. ხალხმა პირდაპირ გვითხრა, თქვენ რომ ამბობთ, ეგრე არ არის, ჩვენ როგორც გეტყვით ისეა. ხალხია ხელისუფლების წყარო და რაც არის მოთხოვნა ის უნდა გააკეთო”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ზვიად  ძიძიგურმა, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“.

იტვირთბა....