ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფარცხალაძის მიმართ გამოძიების დაწყება მიუთითებს, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა”

ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიების დაწყება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას.

მედია და ოპოზიცია ამ საკითხზე ინტერესს გამოხატავდა. ჟურნალისტები აშუქებდით, თითქოს, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კითხვებს ვერავინ უსვამს. დღეს ისევ ჟურნალისტებმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეთ, რომ ბრალის წაყენება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოხდა. საქართველოში ბიზნესს თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა ალაგებს, სამართალს – სასამართლო განსჯის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემას ედავება. საქმე ეხება შარდენის ქუჩაზე, კლუბ „ლ-ცენტროში“ ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს გირაოს სახით 5 000 ლარი შეეფარდა.

იტვირთბა....