ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლომ, ახალქალაქის ინციდენტზე ხუთივე ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ახალქალაქის ინციდენტთან  დაკავირებით სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს გირაოს სახით  3 ათასი ლარი შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა განიხილა და სრულად დააკმაყოფილა,”-აცხადებს საქმის პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე.

ბრალდებულების ადვოკატი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. კახაბერ ასპანიძის თქმით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ორ ბრალდებულს კონფლიქტში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შემწყდარიყო.

“რაც შეეხება დანარჩენ სამ ბრალდებულს, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოყენებულიყო, რადგან ეს ადამიანები დანაშაულს არ ჩაიდენდნენ”,-ამბობს ადვოკატი.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს ახალქალაქში მდებარე გრიგოლ ვაშაძის შტაბი მმართველი პარტიის 30-მდე აქტივისტმა დაარბია. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ ბრალი 5 პირს წაუყენა.

 

იტვირთბა....