ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მკაცრად დარეგულირდება უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხი”

თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უცხოელებს, ვისაც გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის სურვილი, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ.

სწორედ ამიტომ, თქვენ იცით, პარლამენტი დღეს უკვე მეორე მოსმენით განიხილავს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მკაცრად არეგულირებს უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი.

დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი ხუთწლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველო რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურცენტრად პოზიციონირება, რაც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ პროცესში პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები, თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულებით, რისი გარანტორიც სწორედ ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....