აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურორი: “კლუბში თორდიასა და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა”

პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის მიზეზი მის მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნა განაცხადა, რომ ღამის კლუბ „ელ-ცენტროში“ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა.

პროკურორის განცხადებით, გამოძიება ამ საკითხთან მიმართებითაც მიმდინარეობს. პროკურატურაში ასევე ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურა დეპოლიტიზირებული ორგანოა.

არ ვიცით, თქვენ რას გულისხმობთ, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ამ საქმის რეალური მიზეზი არის ყოფითი. ეს არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინცინდენტი. ერთმნიშვნელოვნად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა პოლიტიკური პროცესებისგან არის სრულიად დეპოლიტიზირებული. ჩვენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ვიძიებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომელზეც დაზარალებული საუბრობდა, რომ თითქოსდა აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საკითხთან მიმართებითაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასკვნით ფაზაშია უკვე გადასული. აღნიშნულ საქმეშიც ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები. ჩვენი ინფორმაციით, ისინი უახლოეს მომავალში დადებენ დასკვნას,“ – განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემას ედავება. საქმე ეხება შარდენის ქუჩაზე, კლუბ „ლ-ცენტროში“ ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს გირაოს სახით 5 000 ლარი შეეფარდა.

იტვირთბა....