ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ხელშეუხებელი არავინაა”: კალაძე ფარცხალაძის ბრალის წარდგენას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ბრალის წაყენების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

“მინდა გითხრათ, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ცემის ბრალდებით სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. საუბარია შარშან, “ელცენტროში” მომხდარ ინციდენტზე. ფარცხალაძეს ბრალად ედება გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ფიზიკური ანგარიშსწორება. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....