2019 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ჯარიმით, ან 1-წლიანი პატიმრობით დაისჯება.
აღნიშნული ნორმის ამოქმედების თარიღი უკვე განისაზღვრა.
“კანონპროექტის განხილვის პროცესში დაისვა კითხვები, იყო თუ არა მზად სამართალდამცავი ორგანო შესაბამისი ტესტებითა და შემოწმების შესაბამისი პროცედურისთვის. ეს ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. იქამდე მოხდება სრულად მომზადება, მოწესრიგდება, რათა მძღოლის შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და მოესწროს მოქალაქეთა ინფორმირებულობა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.