ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა” – კალაძე ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე

თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინ არ არის.

მისივე თქმით, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს უკვე შეუფარდა 5 000-ლარიანი გირაო.

 

იტვირთბა....