aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ უნდა დავაბრუნოთ სისხლიანი რეჟიმი… მე კიდევ ერთხელ ვუცხადებ ნდობას ბიძინა ივანიშვილს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, სოციალურ ქსელსი მიმართვას ავრცელებს.

რა თქმა უნდა, ვუსმნე ბატონ ბიძინას და მის გულწრფელობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მე ვენდე მას 2012 წელს, როდესაც გვიხსნა სააკაშვილის ფაშიზმისაგან. რომ არა, ბიძინა ივანიშვილი, ციხეებიდან ადამიანების დიდი ნაწილი, ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. ნუ დაგვავიწყდება მისი დიდი ქველმოქმედება და ღვაწლი, ქვეყნის წინაშე. უმადურობა ყველაზე ცუდი თვისეება და ღმერთი გვიყურებს ზევიდან. იყო მის გარშემო დიდი ღალატი, რამაც ქვეყანა მიიყვანა ამ განსაცდელამდე. თუმცა მან ყველაფერზე ისაუბრა და დაგვპირდა რომ ყველაფერს გამოასწორებს.

ჩემო კეთილო ხალხო, ახლა გვმართეს დიდი ერთობა, ისეთი როგორიც 2012 ში იყო, არ უნდა გადავაყოლოთ წყენას ქვეყანა, არ უნდა დავაბრუნოთ სისხლიანი რეჟიმი. მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ ნდობა ბატონ ბიძინას, გავერთიანდეთ და ჩვენ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. მჯერა, რომ რადიკალურად, უკთესობისკენ შეიცვლება ქვეყანა. მე კიდევ ერთხელ ვუცხადებ ნდობას, ბატონ ბიძინას და თქვენც მოგიწოდებთ” – წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....