ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ გამოვრიცხავ ფარცხალაძისთვის არც დაპატიმრებას და არც სასჯელის სხვა ქმედების შეფარდებას”

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს არც დაპატიმრებას და არც  სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილში ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება, სწორედ გამოძიებამ უნდა უპასუხოს.

„მე არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი ზოგადად, გამოძიებასთან დაკავშირებით იმ შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება, როგორც ფარცხალაძის, ისე ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით. გამოძიება გასცემს ამ შეკითხვებს პასუხს და შესაბამისად, ის პროცედურები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო საჭირო, რომ ბრალი იმ სტანდარტით წარდგენილიყო, რა სტანდარტზეც არაერთხელ გვისაუბრია, ეს მომენტი დადგა დღეს, რასთანაც არის დაკავშირებული სწორედ დღეს სასამართლოში ბრალის წარდგენის საკითხი. არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილშიც ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც პროკურატურის წარდგინებას სასამართლო არ დათანხმებია. მართლმსაჯულების პრინციპია, რომ პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის მისაღები სტანდარტით წარუდგინონ ბრალი და დაამტკიცონ. სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაა, განიხილოს ყველა წარდგენილი არგუმენტი და ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით იმსჯელოს, მანამდე, ალბათ, უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველამ უნდა დავიცვათ”- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

 

იტვირთბა....