ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კეთილი ინებოს ეროვნულმა ბანკმა და ახსნას ლარის გაუფასურების მიზეზები”

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლარის გაუფასურებას ეხმაურება.

როგორც გოცირიძე წერ, თურქულ ლირას გავლენა ლარე არ მოუხდენია.

თურქული ლირა ერთი თვეა მნიშვნელოვნად მყარდება. ერთი თვეა ლარი უფასურდება.
თურქულ ლირას არ მოუხდენია გავლენა ლარის კურსზე. როგორც ცხრილიდან ჩანს, იმპორტი მიმდინარე წელს იზრდება არა თურქეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, სადაც ვალუტები სტაბილურია. მხოლოდ მოლოდინებით ახსნა კი ოროსანი სტუდენტის პასუხია.
საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ვერცერთხელ ვერ ახსნა ლოგიკით, რიცხვებით, თეორიით, პრაქტიკით, არგუმენტით, თუ რატომ უფასურდება ლარი. არც აქვს ამის სურვილი, რადგან საზოგადოება და ექსპერტები ადვილად ”ჭამდნენ” ხელისუფლების ორ თაფლაკვერს-დილით ”საგარეო ფაქტორს” და საღამოს ”მოლოდინებს”. არც სავაჭრო ბსლანსის დეფიციტია ლარის გსუფასურების მიზეზი. იმ ”ცხრა წელიწადში” მისი დეფიციტი გაცილებით დიდი იყო მშპ-სთან მიმართებით, ვიდრე დღეს.

კეთილი ინებოს ეროვნულმა ბანკმა და ახსნას ლარის გაუფასურების მიზეზები” – წერს რომან გოცირიძე სოციაკურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით  1 დოლარია შეძენა 2.7383 ლარად, ხოლო 1 ევრო 3.1162 ლარადაა შესაძლებელი.

იტვირთბა....