რუსული მედიის ინფორმაციით, კემეროვოს ოლქის ქალაქ იურგაში, კერძო სახლში ხანძრის შედეგად ექვსი ბავშვი და ორი ზრდასრული დაიღუპა.
საგანგებო სამსახურებში ხანძრის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 04:20 საათზე შევიდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი 05:19 საათზე ლიკვიდირებული იყო.
მეხანძრეებმა სახლში შვიდი ცხედარია აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა შორის ხუთი ორიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვია. საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს 42 წლის ქალი და 12 წლის ბიჭი, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია.
ხანძრის ჩაქრობის დროს დაშავდა ერთი მეხანძრე.
ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.