დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვას აფასებს.
კალაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ.
„2012 წელს, როდესაც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებს იჭერდნენ, სამსახურებიდან ყრიდნენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგა გვერდით. სამწუხაროდ, მათი შრომა და თავგანწირვა შესაბამისად არ დაფასდა. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მომხდარიყო, რომლის გაკეთებაც ვერ მოხერხდა. ესეც ჩვენი დანაშაულია. ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.