საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, მის მიერ გაკეთებულ განცხდაებას განმართტავს, რომელიც შესაძლო არეულობაზე გააკეთა.
ფოფხაძე ამბობს, რომ დღეს ვითარების ესკალაციის საფრთხე მაღალია, რადგან არსებობს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთს მოღალატეს უწოდებს.
მმართველი გუნდის დეპუტატი განმარტავს, რომ იგეგმება პოლიტიკური შეწყალებები, რაც მისი თქმით, ქმნის დაპირისპირების საფრთხეს.
ომი უკვე მიმდინარეობს ჩვენ შორის. თუ ტყვეებს არ ვესვრით ერთმანეთს, ვწირავთ მოღალატეებად ერთმანეთის შერაცხვით. როცა ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს – ბიძინა, გედი, ეკა, სალომე. ტყვიებს როცა ჭედავ და ამ სახელებს აწერ – შენ იწყებ უკვე სამოქალაქო ომსაც და დაპირისპირებასაც. ნუ გაქვს მერე იმის განცდა, რომ ეს ისე ჩაივლის შენ არაფერ შუაში არ იქნება,”-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფოფხაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება სამოქალაქო ომის დაწყებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.