ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაღრაძე: არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, ჩვენ ბევრი რამ დავაკელით 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა კლასიკურ საარჩევნო კამპანიას ბევრი რამ დააკლო, რის კომპენსირებასაც ახლა შეეცდება.

როგორც მაღრაძე ამბობს, არსებობს საარჩევნო კამპანიის კლასიკური მეთოდი, რასაც მმართველი გუნდი მეორე ტურის წინ მიმართავს.

„ამას უნდა მთელი ფსიქოლოგია, მთელი სოციოლოგია. უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ყველა ხერხს. საუბარია იმაზე, რაც არსებობს. კლასიკა არსებობს.  არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა ხერხს და მეთოდებს, რაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებს პარტიულები.

ეს არის შეხვედრები, ეს არის მესიჯბოქსები, ეს არის ტელევიზიაში როლიკები, რომ გააგებინო ადამიანებს, არ იყო ისე როგორც არის საჭირო, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატება 20 ლარი და გაუხდებათ 200 ლარი პენსია? რაც ჩვენ გავაკეთეთ გავაგებინებთ და ასევე ნათლად ავუხსნით,რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი –  ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის,“-ამბობს მაღრაძე.

იტვირთბა....