არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პირველივე დღეს, გამოვაცხადებთ ამნისტიას იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე იხდის“

გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, პირველივე დღეს, გამოაცხადებს ამნისტიას იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე იხდის.

ვაშაძემ აღნიშნული განცხადება ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

“კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა. არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით არ გაამდიდროს ვიღაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ “რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

ჩვენი პარტნიორების, „რესპუბლიკური“ პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველივე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე ვინც დღეს კიდევ ციხეშია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....