აქტუალური თემა მთავარი სამართალი

“სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული დ. მ. დაკავებულია სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. ,,სტამბული ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,ლურჯ მარკეტს” ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....