სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ გერმანულ ენაზე ითარგმნა, – ინფორმაციას ამის შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წიგნის ილუსტრაციების ავტორია ზურა მჭედლიშვილი.
“დღეს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეა!
წელს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Edition Orient მიერ გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ‘სიბრძნე სიცრუისა’. წიგნის ილუსტრაციების ავტორია ზურა მჭედლიშვილი”, – წერს წიგნის ეროვნული ცენტრი.
დღეს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეა! წელს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა…
Gepostet von ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center am Sonntag, 4. November 2018