aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები, ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, საავადმყოფოს არ ტოვებენ 

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალქალაქში, “ქართული ოცნებისა” და გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშიას” მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული 4 პირი ამ დრომდე თბილისში ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, ისინი ჰოსპიტალურ მკურნალობას აღარ საჭიროებენ, თუმცა ენმ-ის ლიდერები ითხოვენ, რომ მათი მხარდამჭერები სამედიცინო დაწესებულებაში დარჩნენ.

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“3 დღის განმავლობაში 4 პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, გუშინ ყველა მათგანს ჩაუტარდა განმეორებითი მაღალტექნოლოგიური კვლევები, მოხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის რევიზია სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. პაციენტების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციებით ყველა მათგანს შეუძლია ამბულატორიულ რეჟიმში მკურნალობის გაგრძელება. მსგავსი დიაგნოზების შემთხვევაში ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია სახლში განაგრძონ მკურნალობის პროცესი. ტრავმებიდან გამომდინარე არცერთი პაციენტი არ საჭიროებდა ქირურგიულ მანიპულაციას. პაციენტების ჯანმრთელობას ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით გრძელდება.

პარტია „ქართული ოცნების“ მზარდამჭერებს სისხლისსამართლებრივი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ 2 წევრს ადმინიტსრაციული პასუხისმგებლობა განესაზღვრათ.

იტვირთბა....