არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალქალაქის სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

დაკავებულებს შორის არიან დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილი და ძმა.

აღსანიშნავია, რომ წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება მკოიანის შვილი.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა.

“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარეს, გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები და ის პირები, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდა.

მოწმის სახით ჩატარებული გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც შემდგომში გადაკვალიფიცირდა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....