ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ჯაფარიძე – წავაგეთ, ეს ბრძოლა საპატრიარქომ მოიგო

“გირჩის” ლიდერი სოციალურ ქსელში პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება.

“მოიგო ეს ბრძოლა საპატრიარქომ

თან პირწმინდად

ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს

მეორე ტურში გასული ოპოზიცია უკვე წავიდა ყველაფერზე, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ მოხდება უახლოეს მომავალში

კანაფზე გაჭედეს და სხვა მიმართულებებზე რაიმე იმედის შენარჩუნება წარმოუდგენელი გულუბრყვილობა მგონია

რამდენჯერმე ვთქვი, კანაფზე გადის დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზითქო

ერთ მხარეს იყო გირჩი, მეორე მხარეს ყველა დანარჩენი

და წავაგეთ

ესეცაა ამ არჩევნების შედეგი ჩემთვის”, – წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში ირაკლი კობახიძე და შსს მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდნენ. შეხვედრისას შედგა შეთნხმება და პარლამენტიდან გამოწვეულ იქნება კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი.

კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლო, ნარკოპოლიტიკის კუთხით, ჩარჩოებში მოექცეს.

იტვირთბა....