“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მას ადამიანების თვისუფლების შეზღუდვით არჩევნების მოგების არ ჯერა.
“ვფიქრობ, ირაკლი კობახიძის განცხადებას ნარკოპოლიტიკასთანას არაფერი საერთო არ აქვს. ამ განცხადებას საერთო აქვს პატრიარქის ლოცვა-კურთხევასთან. “ქართული ოცნება” ამწუთას ცდილობს, საქართველოს ეკლესიის დახმარების მიღებას “ნაციონალური მორაობის” წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომ, მიდის ასეთ რაღაცეებზე. გეგონება ეს გაწვეული კანონპროექტი ვინმე სხვამ შეიტანა პარლამენტში. საპატრიარქომ “ოცნებას” რაღაცები მოსთხოვა და ეს რაღაცეები არის ქართველი ხალხის თავისუფლების შეზღუდვა.
ზოგადად, წინასაარჩევნოდ თავისუფლების შეზღუდვით არჩევნების მოგების არ მჯერა. ქართველი ხალხი თუ გასაგებად გასცემს პასუხს, რომ პოლიტიკურ მმართველობაში მათთვის რელიგიური აზრები არ არის ავტორიტეტული, მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება. თუ ეკლესია და მთავრობა სასულიერო და საერო საქმეებს ერთმანეთში ურევს, კარგი იქნება თუ ქართველი ხალხი ამას დამაჯერებელ პასუხს გასცემს და აჩვენებს, რომ ასეთი კოლაბორაცია ორივე მხარესთვის წამგებიანია”, – აცხადებს ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში ილია მეორეს შსს მინისტრი და პარლამენტის თვმჯდომარე შეხვდნენ. რის შემდეგაც გადაწყყვეტილება იქნა მიღებული, რომ პარლამენტიდან გაწვეულ იქნას კანაფის კულტივაციის შესასხებ არსებული კანონპროექტი.

