აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გულორდავა მამის დაკავებაზე: საფუძველი, რომ გამოძიებას არ ვენდო, არ მაქვს.

ზუგდიდის ვიცე-მერის, გია გულორდავას შვილის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოგა გულორდავას განცხადებით, იმის საფუძველი, რომ გამოძიებას არ ენდოს, ამ წუთას არ აქვს.

როგორც მან კურიერს განუცხადა, ალბათ დაკავებასაც თავის საფუძველი აქვს.

„საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე არ ვენდო, არ მაქვს. ეს ცნობილი ფაქტი იყო მანამდე, კითხვები ალბათ არსებობდა და ალბათ დაკავებასაც აქვს თავის საფუძველი… ეს მისი უფლებაა, ახლა, ამ ბრალს აღიარებს თუ არა. დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ სასამართლოსაც და საბოლოოდ, სასამართლო დაადგენს მის ბრალეულობასაც, არა ბრალეულობასაც,“ – განაცხადა „რუსთავი 2-ს“ გოგა გულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მომხდარზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით). აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....