aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე: ჩვენი ამოცანა შტაბების მუშაობის ეფექტურობის გაზრდაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპრლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბების მუშაობის ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს.

როგორც მან „ქართული ოცნების“ ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, აქვს გარკეული მოსაზრებები, რომლებსაც კოლეგებს გააცნობს.

„დღეს რეგიონულ შტაბებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. მეც მაქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელიც მინდა, კოლეგებს გავაცნო. ამ ეტაპზე. ამოცანა არის, რომ შტაბების მუშაობის ეფექტიანობა გაიზარდოს, რადგან საჭიროა იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც არჩევნების პირველ ტურში არ მოსულა გარკვეული მიზეზების გამო. შესაბამისად, შტაბების ფუნქციაა ამ კატეგორიის ამომრჩეველთან მუშაობა“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

იტვირთბა....