ახალქალაქში ოპოზიციაზე მომხდარ თავდასხმას მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები.
ახალქალაქის ინციდენტი უნდა განიხილოს იმან, ვისაც ეხება ეს საკითხი. არის ძალიან სერიოზული თემა და რის საკითხი, როდესაც სახეზე გვაქვს სერიოზული პროვოცირება შეჯახების და არის კიდევ კოდექსი სისხლის სამართლის და არის რაღაც გარკვეული წესები საარჩევნო”-აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ახალქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და 20-მდე პირი. ოპოზიციის წევრებმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღეს, რომ მათი ნაწილის გადმოყვანა თბილისის კლინიკებში გახდა საჭირო.