არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული მარში” ზურაბიშვილს მხარდაჭერას 2 პირობით აღუთქვამს 

“ქართული მარში”  სალომე ზურაბიშვილს ულტიმატუმს უყენებს.

მარშის წევრების განცხადებით, მას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ ხელისუფლება მათ 2 მოთხოვნას შეასრულებს:

  •  სასწრაფო წესით გაწვეულ იქნას მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი. დაიდოს პირობა, რომ ეს კანონპროექტი არასდროს შევა პარლამენტში.
  •  დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე. ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა,  “ქართული მარშისა” და “ქართული მისიის” წარმომადგენლებმა იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ “მოსალოდნელი დესტაბილიზაციის” გამო არჩევნებისათვის გამოცხადებული ბოიკოტი მოხსნან და საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

” ხელისუფლებაში ენმ-ს დაბურნება კატასტროფა იქნება, თუმცა მან ხელისუფლებაც გააფრთხილა, რომ მათი არასწორი ნაბიჯებიც კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

იტვირთბა....