ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბედ რუდის განცხადებით,  ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა.

მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლობა აქვს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად მოხმარება და კონტროლი-გამოყენება. ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე”,- აცხადებს ელიზაბედ რუდი.

აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა. საელჩო აღნიშნავს, რომ ჯონ ბოლტონის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას.

 

იტვირთბა....