არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ცივი შხაპის შემდეგ”: ქანთარიას თქმით, II ტურის საარჩევნო კამპანიას ივანიშვილი უხელმძღვანელებს

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას სათავეში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. მისი თქმით, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავსი შედეგები მოულოდნელი იყო და ყველა ნაწყენია.

„შედეგები ცივი შხაპივითაა. მთავარი კითხვაა, როგორ მოვახერხეთ, რომ ექვსი წლის თავზე, ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. ამის მიზეზები ხელის გულზე დევს. ალბათ, საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი გაუძღვება და ვის რას დაავალებენ, გამოჩნდება. მოსახლეობის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ პერსპექტივა და ხიფათი არ დავუშვათ, რაც ქვეყანას ელოდება, თუკი სააკაშვილის ნაცვალი გაპრეზიდენტდება”, – განაცხადა ქანთარიამ.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....