ზუგდიდსა და მარნეულში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა.
აკრედიტაციის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება წერილობითი მიმართვების საფუძველზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2018 წლის 30 ოქტომბერს აკრედიტაციის ცენტრში გაიმართა ცენტრის კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იყო პტი-პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში აღმოჩენილი შეუსაბამობები. საკითხის განხილვის პროცესში გამოკვეთილი გარემოებების გამო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ მარნეულში მდებარე ინსპექტირების ცენტრებისთვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე.