საპრეზიდენტო არჩევნების 1 ტურში კანდიდატმა მიხეილ გელა სალუაშვილმა ნინოწმინდაში 87 ხმა აიღო. რადიო “ნორის” ინფორმაციით, სალუაშვილს ნინოწმინდაში არც ერთი წინასაარჩევნო შეხვედრა არ ჩაუტარებია.
როგორც “ნორთან” საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, მათ სააკაშვილს მისცეს არჩევნებში ხმა.
სოფელ ჯიგრაშენში ერთ–ერთი მცხოვრები კი ამბობს, რომ მან ბიულეტენში მიხეილ სააკაშვილი ამოიკითხა.