მარიხუანას კულტივაციის პროექტი, ხელისუფლებაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს.
მმართველი გუნდის წევრი ლევან კობერიძე, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი ინიციატორია ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებზე ზიანი სწორედ ამ კანონპროექტმა მოუტანა.
მისი გადასაწყვეტი არ არის პარლამენტის თუნდაც ერთი, ოთხი ან მთელი დეპუტაცია რაზე იშფოთებს და იზრუნებს რადგან ეს არის ის საკითხი, რომელიც აღელვებს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს და ამაზე ჩვენ მივიღეთ პასუხი არჩევნებში იმ ხმების დაკლებით და ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ეს მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი. ამიტომ ვთხოვთ მთავრობას, რომ ეს კანონპროექტი გაიწვიოს. მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში მაშინ როდესაც საკმაოდ ზიანის მომტანია მსგავსი ტიპის კანონპროექტების არსებობა პარლამენტში,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.
ნათია მეზვრიშვილმა დღეს დეპუტატების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე, რომ გაწვეული იქნას კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არა 4 დეპუტატი, არამედ მთავრობა იღებს.