ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვაშაძე – საქართველოში სამუდამო პატიმრობა არავისთვის მიგვისჯია და ადამიანების შეწყალების უფლება არ გვაქვს?!

უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არავითარი შეწყალება არ ჭირდება. თუ ვინმეს აქვს მასთნ სამართლებრივი შეკითხვები, იმის საშუალება უნდა, რომ ამ კითხვებს აქ გასცეს პასუხი და საბოლოოდ დახუროს ეს შეკითხვები, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, პოლიტპატიმრების შეწყალების სურვილი აქვს, მაგრამ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.

“რაც შეეხება ყველა დანარჩენ პოლიტპატიმარს, მე მკითხეს გაქვთ თუ არა მათი შეწყალების სურვილი, მე ვთქვი, რომ მაქვს და აუცილებლად ვეცდები ამის გაკეთებას. მოდი, გავიხსენოთ, რომ საქართველოშ კანონმდებლობა და პროცედურა გვაქვს. სანამ რაიმე მოხდება, მოსმენილ უნდა იქნეს პროკურატურა, რომელიც დღეს მთლიანად “ქართული ოცნების” კონტიგენტითაა დაკომპლექტებული. უნდა იქნას გათვალისწინებული იმ ადამიანების აზრი, ვინც შეწყალების კომისიაში იქნებიან. რას ქვია მე შევიწყალებ, მე შევიწყალებ კი არ ნიშნავს, რომ მე შევიწყალებ, არამედ, შეიწყალებს სახელმწიფო და შეიწყალებს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში სამუდამო პატიმრობა არავისთვის მიგვისჯია და იმ ადამიანების შეწყალების უფლება არ გვაქვს ვინც უკვე მოიხადა სასჯელი?! ეს ყყველაფერი მოგონილია და ამ ბოდვით ცდილობენ შეაშინონ საქართველოს მოქალაქეები”, – აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ ვაშაძის განცხადებით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ახალაიებსა და სხვა პატიმრებს შეიწყალებს.

იტვირთბა....