ნინოწმინდისა და ახალაქალაქის მაჟორიტარი ენზელ მკოიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ეს არ ყოფილა სპონტანური თავდასხმა მხოლოდ ერთ ობიექტზე. ერთი და იმავე ავტომობილით მოძრავმა პირებმა ანალოგიური თავდასხმა სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც განახორციელეს. ხოლო დღეს, 30 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ჩემმა მხარდამჭერებმა თავდამსხმელებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, პასუხად კვლავ მუქარა და შეურაცხყოფა მიიღეს, რაც უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“ – აცხადებს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი.
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჭალიძის განცხადებით, დღეს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი, ერთ-ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.
როგორც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, თავდასხმას ენზელ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა, მარტინ მკოიანი ხელმძღვანელობდა.
„არჩევნებზე, მთელი დღის განმავლობაში იყო დაძაბულობა, როცა მე დავაპირე მენახა ერთ-ერტი უბნის შემაჯამებელი ოქმი, კომისიის თამვჯდომარე, ჰასმიკ მარანგოზიანი თმაში მწვდა. ის უკვე მეორედ გამისწორდა ფიზიკურად, 27 სექტემბერს გამკაწრა კიდეც, და ამ საქმეზე გამოძიებაც დაწყებულია. ადგილობრივები ემუქრებოდნენ ჩვენს წარმომადგენლებს, წავლენ თბილისელები და მერე გიჩვენებ სეირსო, ასეც აასრულეს, თავს დაესხნენ, ცეემეს, დაასისხლიანეს, ჯოხებით, დუბინკებით, იარაღის ნაწილიც ფიგურირებს. 4-ვე დაშავებული საავადმყოფოშია, იგეგმება ერთ-ერთის ტრანსპორტირება თბილისში, რადგან მძიმედაა დაშვებული. ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელები ენზელ მკოანის გარემოცვიდან იყვნენ მისი ძმა, მარტინ მკოანი და მათი 30-ზე მეტი ადამიანი“ , – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ ხულიგნობის მულით დაიწყო.