არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დავაყენე საკითხი, მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე”

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან კობერიძე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და მეორე ტურის წინ, საკმაოდ სერიოზული ინიციატივით გამოდის. ის ამბობს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი პრობლემური საკითხის გამო თქვა “არა” და ერთ-ერთი საკითხი სწორედ მთავრობის მიერ შემოტანილი მარიხუანის კულტივაციის კანონოპროქტი იყო.

“დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე დავაყენე საკითხი მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევასთან დაკავშირებით” – აცხადებს კობერიძე.

მისი თქმით, მის პოლიტიკურ გუნდს არ გვაქვს უფლება დაშორდნენ მოსახლებას.

“ჩვენ უნდა ვიყოთ ადექვატური და რეალობას ჩავხედოთ თვალებში” – ჩვენი მომხრეების ხმები სამწუხაროდ შემცირდა … ჩვენ უნდა სწრაფად შევცვალოთ ბევრი რამ და გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები. მოხარული ვარ, რომ, ჩემმა კოლეგების დიდმა ნაწილმა ჯანდაცვის კომიტეტზე მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას” – განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....