უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ზურაბიშვილის მიერ არჩევნების შედეგებზე ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, ისურვებდა, რომ ზურაბიშვილს მეტი პატივი ეცა ჟურნალისტებისთვის.
“არ დაგიბარეთ და როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ”, – უთხრა მან ჟურნალისტს 29 ოქტომბერს.
“მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სწორი კომუნიკაცია იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა ჟურნალისტების მიმართ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.